— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება,მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი,  დიდი თამაშის პატარა ნაწილია.  ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს აშშ შუაგულ ევროპაში განვითარებული  სამარცხვინო მოვლენების შესახებ

ზაზა შათირიშვილი: ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება,მისი…

საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები, – ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს  ქართული ხელისულების მიერ, კოპენჰაგენში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავრცელებულ ღია წერილზე.

შათირიშვილი წერილში საუბრობს ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აცხადებს, რომ მისი ქმედებები ზუსტი დასტურია იმისა, რომ ის ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ ვერ წავა და მისი მოჩვენებითი აქტიურობა მხოლოდ თამაშის ნაწილია.

„ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომდა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი სრული ფარსი აღმოჩნდა, მეტიც, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს:

არცერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია?!

არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც „დიფ სთეითის“ გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში?!

ბოლომდე არ მიუყვანია ფსევდოლიბერალური დღის წესრიგისა და „ლგბტქ+“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა?!

არათუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად, თავად იქცა ომის გამჩაღებლად?!

რა თქმა უნდა, ამ რიტორიკული კითხვების დასმა მრავლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი, მხოლოდ და მხოლოდ, დიდი თამაშის პატარა ნაწილია.

ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ, ზოგადად, დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებთან არის წინააღმდეგობაში,“- ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

16 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

16 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

16 სთ წინ3 წთ