— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
კულტურა

„ზოოტოპია 2“ Disney-ს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა

„ზოოტოპია 2“ Disney-ს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მულტფილმი გახდა

მულტფილმ „ზოოტოპიას“ მეორე ნაწილი Walt Disney Animation-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა.

Variety-ს ცნობით, სურათმა გაქირავებაში 1,49 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მულტფილმმა ჩინეთში დააგროვა, ხოლო 333 მილიონი დოლარი აშშ-ში. „ზოოტოპია 2“-მა 400 მილიონი დოლარით გადაასწრო ანიმაციური ფილმების წინა ლიდერს – „გაყინული 2“-ს.

„ზოოტოპია 2“-ის გარდა, 2025 წელს გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვება მხოლოდ ორმა მულტფილმმა შეძლო. ესენია: „ლილო და სტიჩის“ ლაივ-ექშენ ადაპტაცია ($1,03 მლრდ) და ჩინური ანიმაციური ფილმი „ნე ჟა ამარცხებს დრაკონების მეფეს“ ($2,2 მლრდ).

„ზოოტოპიის“ გაგრძელებაში ბოცვერი ჯუდი ჰოპსი და მელა ნიკ უაილდი კვლავ ერთიანდებიან, რათა ამოხსნან რეპტილიების საიდუმლო, რომელმაც შესაძლოა ზოოტოპიაში ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.