„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო?
მერე იკითხავთ, ხიდაშელი თხემით-ტერფამდე უცხო ქვეყნის აგენტი, რატომ გგონიაო?!
მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ერთი კითხვა მაქვს ამ გვარით ქართველ ადამიანთან თუ აკრედიტაცია არ აქვს თქვენს მიერ ნახსენებ სასწავლებელს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ვალიდაცია არ გაუვლია, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და სწავლებისათვის მიღებული რესურსები არ აქვს დადეკლარირებული ხომ? – ასე რომ არ იყოს, ღიად და საჯაროდ იმოქმედებდა.
ახლა თუ მიხვდით გვარით ქართველო რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?!
ახლა თუ მაინც დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა, რომელიც ყველა მხრიდან მოდის, კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?
ახლა თუ მაინც მიაგენით თქვენი გაუკუღმართებული ორიენტირით, რომ გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტებით პოტენციურ რელიგიურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, თქვენ თვითონვე ახალისებდით?!
თუმცა, ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდეთ – ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ.“ – წერს ქადაგიძე.
ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელს: ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა
პოლიტიკა