თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თვითმმართველობის გაძლიერება – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“ რეგიონში, რაც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. მართვის ვერტიკალი უნდა იყოს პირდაპირი – ცენტრალური ხელისუფლება – მუნიციპალიტეტი

ზურაბ ქადაგიძე: თვითმმართველობის გაძლიერება – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“…

„ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის ინიციატივას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო – ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს.“

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების)   ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში  13 მილიონამდე ლარი უჯდება – ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს – გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს.

მისი შეფასებით, შუამავალი რგოლების მოშორება გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობას და მოქნილობას. მისივე თქმით, საჭიროა მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის და არა „დანიშნული რწმუნებულის“ წინაშე.

„ რას მოგვცემს  სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტის გაუქმება!

პარტია “ხალხის ძალის”  თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სახელმწიფო აპარატის რეფორმას გულისხმობს. ჩვენი მიზანია  რეგიონული პოლიტიკა მოქნილი და ეფექტური იყოს,  სადაც ნაკლები ბიუროკრატია და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა იქნება.

რატომ უნდა გაუქმდეს?

1. ფუნქციური დუბლირება და ბიუროკრატიული „ლაბირინთი“ –

დღეს რეგიონული განვითარების  სამინისტრო სრულად ფარავს იმ ფუნქციებს, რასაც სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატი ახორციელებს. ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ან მადუბლირებელი რგოლის არსებობა მხოლოდ აფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ე.წ. „შუამავალ რგოლად“ რჩება,  რომელიც მხოლოდ ბიუროკრტიულ ნომინალურ ფუნქციას შეასრულებს;

 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს.

 რეგიონული პოლიტიკა რეგიონული განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა.

 ადგილობრივ პრობლემებს მუნიციპალიტეტი (მერია) აგვარებს.

 კითხვა: რაში სჭირდება ხალხს ზედმეტი რგოლი, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გამტარია  და გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვს აჭიანურებს?

2.  ბიუჯეტის დაზოგვა და ოპტიმიზაცია –

სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების)   ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში  13 მილიონამდე ლარი უჯდება.

ჩვენი შეთავაზება: ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს – გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს. ბიუჯეტი დუბლირებულ  სამსახურებს კი არა, სოფლებსა და ქალაქებს უნდა მოხმარდეს!

3. თვითმმართველობის გაძლიერება – სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“ რეგიონში, რაც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. მართვის ვერტიკალი უნდა იყოს პირდაპირი:

ცენტრალური ხელისუფლება – მუნიციპალიტეტი. შუამავალი რგოლების მოშორება გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობას და მოქნილობას;

ჩვენ გვინდა მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის და არა „დანიშნული რწმუნებულის“ წინაშე.“ – წერს ქადაგიძე.

მსგავსი სიახლეები.

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

2 სთ წინ3 წთ
ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულირება, როგორიც ზურაბ(ლაზარე) ჯორბენაძე იყო – მისი სულიერი ტრაგედიით და გარდაცვალებით სპეკულირება ვერანაირ პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზრდება, ვერც ღარიბაშვილს დაიცავს, ვერც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოადგება ჟანგბადად

13 სთ წინ3 წთ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

17 სთ წინ1 წთ