თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შენობის კონსტრუქციული ელემენტების დეტალური გამოკვლევის შედეგად მდგრადობის მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა.
სკოლა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.


