იაპონიის პარლამენტმა ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქალი, სანაე ტაკაიჩი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტაკაიჩის გაპრემიერებას პარლამენტის ქვედა პალატის 237-მა, ხოლო ზედა პალატის 125-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ტაკაიჩი იაპონიის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერია. მას ზედმეტ სახელად „რკინის ლედის“ ეძახიან. ის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაკაიჩი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს პროტეჟე არის.
მოგვიანებით ტაკაიჩი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს, რომელსაც იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო დაამტკიცებს.




