— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

POLITICO: ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაბლოკა. ბლოკის მოხსნის მთავარი პირობაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში ბულგარული უმცირესობის აღიარების მიზნით

POLITICO: ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაბლოკა. ბლოკის მოხსნის მთავარი პირობაა…

ბულგარეთმა სამშაბათს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ისტორიისა და ენის საკითხებზე არსებული დავის გამო დაბლოკა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირი ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა, თუმცა ბულგარეთმა დაბლოკა პროცესის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი – მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცება, რომელიც აუცილებელია ორ დასავლეთბალკანურ ქვეყანასთან ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად.

სოფიას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ ჩარჩოს არ დაამტკიცებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რომლის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა წლების განმავლობაში უკვე შეფერხებული იყო საბერძნეთთან ისტორიისა და იდენტობის საკითხებზე არსებული დავის გამო. ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ნიკოლა დიმიტროვმა განაცხადა: „ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს ისტორიას ან გეოგრაფიას, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი. სამწუხაროდ, დღეს ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით“.

ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა და დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბულგარეთი ორმხრივ საკითხებს იყენებს იმ პროცესის შესაფერხებლად, რომელიც მთლიანად ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მიმდინარეობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის საქმეებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებენ და მათი განცალკევების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამან, შესაძლოა, რეგიონში დამატებითი დაძაბულობა გამოიწვიოს.