— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

მედია – ნატო-ს ხუთმა მთავარმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ალიანსის გეგმა დაბლოკ

მედია – ნატო-ს ხუთმა მთავარმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ალიანსის გეგმა დაბლოკ

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ დაბლოკეს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის მშპ-ს 0.25%-ის გამოყოფას ითვალისწინებს, – ამის შესახებ The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ინიციატივა ვერ განხორციელდება მოკავშირეების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ გეგმას ალიანსის ანკარაში დაგეგმილ სამიტზე დაამტკიცებენ.

გამოცემა წერს, რომ მარკ რუტეს იდეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ნატო-ს სულ მცირე შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მშპ-ს 0.25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ.

The Telegraph-ი წერს, რომ კილის ინსტიტუტის მიერ შეგროვებული საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, ნიდერლანდები, პოლონეთი, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები მშპ-ს 0.25 პროცენტის ან მეტის ოდენობის მხარდაჭერის შეთავაზებით გამოდიან. თუმცა, ალიანსში გადაწყვეტილებების მიღება ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს და ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა წინააღმდეგი არიან.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო აგრძელებს ნატო-ს მოკავშირეებთან ყველა წინადადებაზე თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს, რომ ალიანსმა უკრაინის საუკეთესო მხარდაჭერა შეძლოს“.

საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და კანადის წარმომადგენლებმა The Telegraph-თან კომენტარი არ გააკეთეს.