რუსთავში, რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ, რუსთაველ მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, რაგბის საბავშვო აკადემია დაარსდება.
მოეწყობა მოედანი, ტრიბუნები და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ღირებულება, 3 მილიონამდე ლარია.


