კასპში ახალგაზრდული ცენტრის, „მომავალი“-ს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ტატანაშვილმა და კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ კასპში, სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის ახლად რეაბილიტირებული შენობა გახსნეს. ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

შენობა დროებითი სარგებლობის ფორმით ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა, ხოლო მისი სრული რეაბილიტაცია კომპანია „ჰანიველ ცემენტმა“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტ „თბილისი მარათონის“ ფარგლებში განახორციელა.

შენობა სრულად არის კეთილმოწყობილი ბენეფიციართა საჭიროებების გათვალისწინებით.

უახლესი

მსგავსი სტატიები