თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
საქართველო

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და კახა კაკაბაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. მოგეხსენებათ, საქართველო არაერთი კონვენციის მხარეა. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლამდე, საქართველო მიზნად ისახავს პლასტიკის ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (სამინისტროები, მათ სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები) და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება.

ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციებზე გადასვლის ვადებზე. აღინიშნა, რომ სექტორის საჭიროებებისა და არსებული გამოწვევების დეტალური განხილვის მიზნით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.