იამაიკის შემდეგ, ქარიშხალი „მელისა“ კუბისკენ მიემართება

კუბაზე ქარიშხალ „მელისას“ გამო 700 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაციას ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მანამდე სტიქია იამაიკაზე მძვინვარებდა, სადაც „მელისა“ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი აღმოჩნდა. ქარის სიჩქარე საათში 295 კილომეტრს აღწევდა. ქარმა სახლებს სახურავები ახადა, წააქცია ხეები, გამოიწვია მეწყრები და წყალდიდობები. ელექტროენერგიის გარეშე 530 000 სახლი დარჩა. „მელისას“ 3 ადამიანი ემსხვერპლა.

კუბის შემდეგ „მელისა“ ბაჰამის კუნძულებისკენ გადაინაცვლებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები