სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.
ავიაკატასტროფის ადგილას შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან სამხედროებიც.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.


