ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდება ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

„პროექტის ფარგლებში, შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საბაღო სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

მსგავსი სტატიები