ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი დაიწყო.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფოლკლორისტების, რეგიონების ლოტბარ-რეგენტებისა და 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს.
ფესტივალი 15 ნოემბერს გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.


