ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 20-მდე საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 20-მდე საოჯახო მარანი, ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალზე Amber Georgia და “რო ვაინ ნიუ-იორკ”.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

უახლესი

მსგავსი სტატიები