იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ივატეს პრეფექტურაში მდებარე აეროპორტი დათვის გამო დროებით დაიხურა.
ცხოველი ივატე ჰანამაკის აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან ახლოს დღის 13:00 საათის შემდეგ შენიშნეს.
მედიის ინფორმაციით, მცირე შეფერხების შემდეგ აეროპორტის მუშაობა მალევე განახლდა.
ჩამოფრენა და გაფრენა დღის 2:30 საათზე განახლდა მას შემდეგ, რაც აეროპორტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ საფრთხე არ არსებობდა.


