თურქეთმა საქართველოში ავიაკატასტროფის შემდეგ C-130 ტიპის ყველა თვითმფრინავის ფრენა დროებით შეაჩერა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ყველა ასეთი ტიპის თვითმფრინავის ფრენა დროებით შეაჩერა.

„12 ნოემბრიდან C-130 ტიპის ჩვენი ყველა თვითმფრინავის ფრენა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ერთად, როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე ნაპოვნია და თურქეთშია გადაგზავნილი. მათ ანკარაში შეისწავლიან.

უახლესი

მსგავსი სტატიები