ბათუმში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

„ქართველები და ზღვა“ – ასე ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ბათუმში გაიხსნა. მიზანი პოეტის სურვილის ასრულებაა, რომელიც ბათუმში ზღვის პოეზიის დღეების არსებობას შეეხებოდა.

გალაკტიონის ხელნაწერების უნიკალური გამოფენა სახელწოდებით „ზღვა და გალაკტიონი“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართულმა ლიტერატურის მუზეუმმა წარმოადგინა. გაიმართა პოეტთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მოეწყო ლიტერატურული წარმოდგენა ქართველი და უცხოელი მსახიობების შესრულებით.

ფესტივალი წელს ფრანგული მოტივით მიმდინარეობს და მასში საფრანგეთიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წარმოდგენა „აფხაზეთი და გალაკტიონი“, ასევე მოეწყობა ლიტერატურული პერფორმანსი გემზე.

ფესტივალი ,,ქართველები და ზღვა“ ბათუმში, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უახლესი

მსგავსი სტატიები