მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 

2025 წლის მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს კვლავ Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ლიდერობს. მასკი, სიის სხვა წევრებს შორის, ერთადერთიცაა, რომლის ქონებაც $400-მილიარდიან ნიშნულს აღემატება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, Forbes-ის შეფასებით, მასკის ქონება $421.2 მილიარდს უტოლდებოდა – ეს კი $91 მილიარდით მეტია პირველი დეკემბრის მონაცემებთან შედარებით. ამერიკელი ბიზნესმენის ქონების ზრდა SpaceX-ის მიერ ინსაიდერების აქციების გამოსყიდვაზე შეთანხმების მიღწევას მოჰყვა, რის შედეგადაც, კოსმოსური კომპანიის ღირებულება $210 მილიარდიდან $350 მილიარდამდე გაიზარდა. ცნობისთვის, მასკი, რომელმაც SpaceX-ი 2002 წელს დააარსა, კომპანიის 42%-იანი წილის მფლობელია.

მილიარდერის ქონების ზრდაზე დადებითად ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმაც იმოქმედა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის თანახელმძღვანელის პოზიციაზე წარადგინა. შედეგად, თუ მასკის ქონება 2024 წლის დასაწყისში $251 მილიარდს აღწევდა, ბოლო მონაცემებით ის $425 მილიარდამდე გაიზარდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები