თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მეცნიერება

ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქირურგიული ოპერაციების დროს მუსიკა სტრესს ამცირებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს

ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქირურგიული ოპერაციების დროს მუსიკა სტრესს ამცირებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს


ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოყენებული ანესთეზიური საშუალებების რაოდენობის შემცირებას და შემდგომი გამოჯანმრთელების დაჩქარებას უწყობს ხელს.

კვლევა ლოკ ნაიაკის საავადმყოფოსა და მაულან აზადის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ პაციენტები, რომლებიც ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს სპეციალურად შერჩეულ მუსიკას უსმენდნენ, ანესთეტიკების ნაკლებ დოზებს საჭიროებდნენ. ამასთან, ამ პაციენტებს უფიქსირდებოდათ გულის რითმისა და წნევის სტაბილიზებული მაჩვენებლები და სტრესის შემცირებული დონე.

კვლევის ხელმძღვანელის, ტანვი გოელის განცხადებით, მუსიკა ქირურგიული პროცესის დროს ფონის როლს ასრულებს, მაგრამ ფაქტობრივად თერაპევტულ პროცესშია ინტეგრირებული. ნარკოზის მდგომარეობაშიც კი, ხმოვან სტიმულებს ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება შეუძლიათ – ისინი ამცირებენ ორგანიზმის ნეიროენდოკრინულ რეაქციას ქიმიურ სტრესზე და ხელს უწყობენ უფრო რბილ გამოღვიძებასა და ოპერაციის შემდეგ უფრო სწრაფ აღდგენას.

მომავალში მეცნიერები ნარკოზის დროს ტვინის აქტივობაზე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისა და რითმის ნაწარმოების ზემოქმედების შესწავლას გეგმავენ.