თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მეცნიერება

მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს

მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს

მეცნიერებს სჯერათ, რომ მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა პირველად დააფიქსირეს, რაც იმის ნიშანია, რომ პლანეტაზე ელვის ფორმირება არის შესაძლებელი.

შესაბამისი ხმები როვერმა Perseverance ჩაწერა, პარდიუს უნივერსიტეტის პროფესორის, როჯერ ვინსის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფი კი 28-საათიანი აუდიოჩანაწერების ანალიზზე მუშაობდა. გუნდმა 55 სიგნალი გამოყო, რომლებიც სტრუქტურით ელექტრონული მუხტების ხმაურს ჰგავს. ნაწილი დროში დაემთხვა ქარის მკვეთრ გაძლიერებასა და ატმოსფეროს ელექტრონული პარამეტრების ცვლილებას. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი იმ დღეებში მოხდა, როცა Perseverance-ი „ქვიშის ეშმაკებს“ – ათობით მეტრის დიამეტრის ქარბორბალებს აფიქსირებდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები აძლიერებს თეორიას მტვრის ქარიშხლებში მოკლე ელექტრონული მუხტების ფორმირების შესახებ. ტიპური მუხტის სიგრძე დაახლოებით 1 სანტიმეტრია, თუმცა ასეთ იმპულსებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება მტვრის გადანაწილებასა და ატმოსფეროს საერთო ელექტრიზაციაში.

აქამდე ასტრონომებს მარსის ატმოსფეროში ელვის მხოლოდ ირიბი ნიშნები ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ წითელ პლანეტაზე ელვის არსებობა დაადასტურეს.