რუსთაველის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა. გურამ თამაზაშვილის მიერ დაარსებული ანსამბლის წევრები მსმენელის წინაშე განახლებული რეპერტუარით წარდგნენ. შესრულდა დიდი კომპოზიტორების ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები, ასევე შედგა რამდენიმე სიმღერის პრემიერაც. დაახლოებით 2-საათიანი პროგრამა ანსამბლმა მაესტრო დავით მაზანაშვილთან, მუსიკალურ ბენდთან და ქალთა კამერულ ორკესტრთან ერთად წარმოადგინა.
„ალილოს“ 25 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი რუსთაველის თეატრში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.




