თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მეცნიერება

OpenAI-მ გამოსახულებების გენერატორი ChatGPT Images წარადგინა

OpenAI-მ გამოსახულებების გენერატორი ChatGPT Images წარადგინა

OpenAI-მ გამოსახულებების ახალი გენერატორი ChatGPT Images წარადგინა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოდელი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე სურათების შექმნისთვის და მათი ზუსტი რედაქტირებისთვის არის განკუთვნილი.

ChatGPT Images ფოკუსირებულია გამოსახულების დეტალების შენარჩუნებაზე. გენერაციის სიჩქარე ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო სურათები უფრო რეალისტური გახდა.

„ჩვენი გამოსახულების გენერაციის ახალი ფლაგმანური მოდელის წყალობით, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ შედეგს, რომელსაც წარმოიდგენთ – მიუხედავად იმისა, ქმნით რამეს ნულიდან თუ არსებულ ფოტოს ცვლით“, – აღნიშნეს OpenAI-ში.

კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ მოდელში მოწინავე ტექნოლოგიებია გამოყენებული. პარალელურად, კომპანიამ გამოსახულებებთან მუშაობისთვის განახლებული ინტერფეისი წარადგინა. ChatGPT Images ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 16 დეკემბერს გახდა.