მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წელს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
- მანონ ბულისკერიას – ნომინაციაში “ქალი პოეტი”, კრებულისთვის ,,ALLA PRIMA”;
- ნინო გუგეშაშვილს – ნომინაციაში “ქალი პროზაიკოსი”, კრებულისთვის ,,ჩაი ნანგრევებზე”;
- თეონა ჯიქიას – ნომინაციაში “ქალი პროზაიკოსი”, კრებულისთვის ,,UBER-ებელი’ს ზღაპრები”;
- ნათია დათუაშვილს – ნომინაციაში “ქალი მთარგმნელი”, მარტინა კლავადეჩერის კრებულის – ,,დაუმორჩილებლობის გამოგონება” – თარგმანისთვის.
- ნატალია ჩიქოვანს – ნომინაციაში “ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი”, კრებულისთვის ,,90”.
გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
დაჯილდოების ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.




