მოგვწონს თუ არა, ბრიტანეთში დღეს ჩვენ “ბლერის სახლის” ქვეშ ვცხოვრობთ. მას ქვეყანაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს მის შემდეგ. ჩვენი ყველა პრობლემა – ნელი ეკონომიკა, მასობრივი მიგრაცია, ორსაფეხურიანი სამართალი და კულტურული დაცემა – მის მემკვიდრეობამდე მიდის. აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლები სინამდვილეში უბედურების ათწლეული იყო: ცივი ომის მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეფლანგა ყველაფერი, რამაც დიდება მოგვიტანა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს ემ-6 ეპიზოდში გაანცხადა.
ყოფილმა პრემიერმა მიმოიხილა დიდი ბრიტანეთის მდგომარეობა 80-იანი წლებიდან და სახელმწიფოში დღეს არსებული ვითარება ტონი ბლერის მმართველობას დაუკავშირა.
მისი თქმით, სწორედ ბლერის პრემიერ-მინისტრობისას. ტრასი მიიჩნევს, რომ 60-70-იან წლებში რადიკალიზებულ ახალ პოლიტიკურ ელიტას, რომლებისთვისაც უდიდესი დანაშაული ინგლისელად ყოფნა იყო, აღარ ადარდებდა საკუთარი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი ცნებები, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, საერთაშორისო განვითარება, კლიმატის ცვლილება და ა.შ.
“80-იან წლებში ქალბატონმა ტეტჩერმა ბრიტანეთის ეკონომიკური დაღმასვლის დროებითი შვება მოიტანა და პატრიოტებს იმედი მისცა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ინტერლუდია აღმოჩნდა ბრიტანეთის ომისშემდგომი დაღმასვლის ისტორიაში.
ბლერმა კეინსიანიზმსა და სტატიზმს დაუმატა პოსტმოდერნიზმის, გლობალიზმისა და ევროპეიზმის დიდი დოზა – თანამედროვე მემარცხენეობის ბიბლია. ამას დაეთანხმა ლეიბორისტი და კონსერვატორი პოლიტიკოსების მთელი თაობა, რომლებიც უნივერსიტეტებში 60-70-იან წლებში რადიკალიზდნენ. ტრადიციული ინდუსტრიები, გართობა და ინგლისური თავშეკავებულობა გავიდა მოდიდან. მათ ადგილი დაუთმეს ადამიანის უფლებების დამცველი იურისტების, ბიუროკრატებისა და „ექსპერტების“ ახალ ელიტას, რომლებსაც არ ადარდებდათ ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა: საერთაშორისო განვითარება, დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ეს იყო კაცობრიობის პირქუში, უტილიტარული და შეურაცხმყოფელი ხედვა. ჩვენ ყველანი უბრალოდ იდენტური ჭანჭიკები ვიყავით. ამ ახალ სამყაროში უმაღლესი დანაშაული იყო ინგლისელად ყოფნა,” – აღნიშნა ლიზ ტრასმა.
მან ასევე ისაუბრა ტონი ბლერის პოლიტიკის მიმდევართა მჭირდო კავშირებზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებთან, ბილ კინტონთან და ბარაკ ობამასთან, ევროპაში კი, “ბლერისტების” მოკავშირედ ევროკავშირი დაასახელა, ყველა მათგანის “სულიერ სახლად” კი, ტრასს დავოსი მიაჩნია, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ტარდება.
“”ბლერისტებმა” ძლიერი ქსელები შექმნეს ატლანტის ოკეანის გაღმა თანამოაზრეებთან, კლინტონსა და ობამასთან, ევროპაში კი – ევროკავშირის მეშვეობით. მათი სულიერი სახლი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. ამ პოლიტიკოსებსა და მათ თანამგზავრებს მხარს უჭერდნენ მრავალმილიონიანი ფონდები. არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით “კვანგოში” ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასი: არასამთავრობოების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ასეულობით “კვანგოში” ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან
“ბლერისტებმა” ძლიერი ქსელები შექმნეს ატლანტის ოკეანის გაღმა თანამოაზრეებთან, კლინტონსა და ობამასთან, ევროპაში კი – ევროკავშირის მეშვეობით. მათი სულიერი სახლი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. ამ პოლიტიკოსებსა და მათ თანამგზავრებს მხარს უჭერდნენ მრავალმილიონიანი ფონდები. არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით “კვანგოში” ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, – ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარ შოუში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთში ბიუროკრატია სულ უფრო მეტად იზრდებოდა, პოლიტიკოსების დამოუკიდებლობის ხარისხი პირიქით – მცირდებოდა. ამასთან, მედია სულ უფრო მეტად მოექცა კონტროლის ქვეშ, საბოლოოდ კი, ბრიტანეთის ინსტიტუტები “ევროპეიზდა”.
“აქტი აქტის მიყოლებით მიიღებოდა, რომლითაც პარლამენტი საკუთარ ძალაუფლებას თმობდა. ადამიანის უფლებათა აქტმა უცხოელებს იგივე უფლებები მიანიჭა, რაც ადგილობრივ ბრიტანელებს. კონსტიტუციური რეფორმის აქტმა სასამართლო ხელისუფლება ანგარიშვალდებულებისგან გაათავისუფლა და ათასწლოვანი საერთო სამართლის ტრადიციას მოსწყვიტა.
2005 წელს შეიქმნა ყალბი უზენაესი სასამართლო. შეიქმნა ახალი „დამოუკიდებელი“ ორგანოები მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებაზე. მონეტარული პოლიტიკა გადაეცა ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალ ინგლისის ბანკს. მუდმივი ბიუროკრატია გამაგრდა და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმისა და მმართველობის აქტით, ხელშეუხებელი გახდა. DEI კანონად იქცა თანასწორობის აქტით.
ძალაუფლების ეს გაფანტვა თან სდევდა პარტიებისთვის უფრო მკაცრ წესებს, რომლებიც თითქოს ყოველთვის მემარჯვენეებს უფრო მეტად აზიანებდა, ვიდრე მემარცხენეებს, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების, არჩევნებისა და რეფერენდუმების აქტი, რომელმაც საარჩევნო კომისია შექმნა. ნაკლები ძალაუფლებითა და მეტი ბიუროკრატიით პოლიტიკოსების ხარისხი დაეცა. მედია სულ უფრო მეტად მოექცა კონტროლის ქვეშ ახალი რეგულაციებითა და მედიის მარეგულირებლის შექმნით. ბრიტანეთის ინსტიტუტები „ევროპეიზდა“,” – განაცხადა ლიზ ტრასმა.
როგორც მან განმარტა, ბრიტანეთში ევროკავშირის მინი მოდელი უნდა ამოქმედებულიყო, სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ამ ქვეყანამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, ევროკავშირი მაინც დარჩა დიდ ბრიტანეთში.
“ინგლისური საერთო სამართალი უნდა ჩანაცვლებულიყო ევრო-კონსტიტუციონალიზმით – ძალაუფლების გამიჯვნით, სადაც გადაწყვეტილებებს ექსპერტი ტექნოკრატები მიიღებდნენ, მინი-ევროკავშირის მოდელის მსგავსად. ამიტომაც, მაშინაც კი, როცა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, ევროკავშირი მაინც ჩვენთან დარჩა. ბლერმა ასევე გააღო კარი უფრო მაღალი იმიგრაციისა და ვოუქ იდეოლოგიის შეღწევისთვის ჩვენს ინსტიტუტებში. Black Lives Matter-მდე დიდი ხნით ადრე, მაკფერსონის ანგარიშმა მეტროპოლიტენ პოლიცია ინსტიტუციურად რასისტულად აღწერა.
ყველა ის სასიცოცხლო რესურსი, რომელიც ბრიტანულ ეკონომიკაში შევიდა, საბოლოოდ გამოიფიტა. უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა სოციალურ დახმარებაზე საგადასახადო კრედიტების გზით, რამაც დამოკიდებულების ქსელი შექმნა. ჩვენი ოდესღაც წარმატებული ნავთობის, ფოლადის და ავტომობილების ინდუსტრიები კლიმატის ცვლილების სამსხვერპლოზე შეეწირა. უგუნური სახელმწიფო ფინანსდებოდა საბანკო და ფინანსური სექტორით, რომელიც ქვიშაზე აშენებულ სასახლეს ჰგავდა და საბოლოოდ, 2008 წელს ჩამოინგრა კიდეც,” – აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ფინანსურმა კრიზისმაც ვერ შეაჩერა ბლერის ეპოქა, რომელიც უკვე მყარად ფესვგადგმული იყო. “სწორედ ამიტომ, [ბრიტანელებმა] ხმა მისცეს ბრექსიტს. ამიტომ მისცეს ხმა ცვლილებებს 2019 და 2024 წლებში და მაინც დაინახეს, როგორ ჩაეფუშათ იმედები. ბლერის საბოლოო პროდუქტი, ადამიანის უფლებადამცველი იურისტი, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, მხოლოდ 12%-იან მხარდაჭერას ფლობს და საზოგადოება საბოლოოდ მზად არის კონტრ-რევოლუციისთვის.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასი: ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა – ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით
ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოში თავის ადგილს ვერ პოულობს. ამერიკამ ზრდის თვალსაზრისით ბრიტანეთთან და ევროკავშირთან შედარებით ბევრად წინ წაიწია. ასე რომ, ჩვენ ამ უცნაურ ფსევდოევროპულ სამყაროში ვართ და ჩვენი ბიუროკრატების უმეტესობას ევროპელი ბიუროკრატი სურს იყოს. მათ ძალიან სურთ ევროკომისიაში ან მსოფლიო ბანკში ან სავალუტო ფონდში გადაყვანა და ეს ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ამ სისტემის ნაწილი არიან. ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რაც, ვფიქრობ, ბრექსიტის დროს გვქონდა, რომელიც სრულად არ განხორციელებულა, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
მისი თქმით, ბრიტანეთი და ევროკავშირი, დანარჩენი მსოფლიოს ფონზე, “სულელურად გამოიყურება”, რადგან, ისინი წინ წავიდნენ, ბრიტანეთი და ევროკავშირი კი უმოქმედოდ დარჩა.
“თუ ბრიტანეთის ეკონომიკას და ჩვენს პრობლემებს დააკვირდებით, ისინი ახლა საფრანგეთს ან გერმანიას წააგავს, ვალის დონით, პროდუქტიულობის დონით, სახელმწიფოს ზომით, დაბეგვრის მასშტაბით. ირონიულია, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, ჩვენ ფაქტობრივად ევროპეიზებული გავხდით. ჩვენ ბევრი არაანგარიშვალდებული ინსტიტუტი გვაქვს, ევროკავშირის მინი ვერსიის მსგავსი.
ახალი სამთავრობო ინსტიტუტების შექმნის გარდა, მათ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთგვარი “კლიენტი სახელმწიფო”, რომელშიც ისინი აგრძელებენ არსებობას, ასე რომ, გვაქვს ტონი ბლერის ინსტიტუტი, რომელიც რეალურად დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ, გვაქვს კლინტონის ფონდი, ბარაკ ობამა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამერიკის მთავრობაში, მას შემდეგაც კი, რაც მას საპრეზიდენტო მანდატი აღარ აქვს. ასე რომ, მათ მოახერხეს მუდმივი ხელისუფლების შექმნა მთავრობის გარეთ.
ბრიტანეთი და ბლერის მიმდევარი ადამიანები, კლინტონის, ობამას და ევროკავშირის მსოფლიო წესრიგის ნაწილი იყვნენ. მათ სჯეროდათ მასობრივი მიგრაციის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო განვითარების და სხვა მსგავსი საკითხების. მათ ააშენეს უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, ახალი GLE ინსტიტუტი, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი – მათ ჰქონდათ შეხედულებების ერთობლიობა. ბლერი ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ახლა კი ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა და ისინი დაკავებულნი არიან ქვანახშირის წვის ბიოელექტროსადგურების მშენებლობით. ჩვენ ამ ფონზე, არსებითად სულელურად გამოვიყურებით.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია
ტონი ბლერის მთავრობამ ჩვენს ქვეყანაზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინა და მომდევნო მთავრობებმა ვერ შეძლეს იმ კანონების გაუქმება, როგორიცაა ადამიანის უფლებათა აქტი, კონსტიტუციური რეფორმის აქტი და კლიმატის ცვლილების აქტი – კანონები, რომლებმაც ბრიტანეთი ტექნოკრატიულ სტაგნაციაში ჩაკეტეს. მას ამაში ეხმარებოდნენ მისი მოკავშირეები, კლინტონი და ობამა, რომლებიც ამერიკაშიც იმავე პროცესის წარმართვას ცდილობდნენ, საკუთარი ხალხის „დიპ სტეიტში“ განთავსებით, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს მე-6 ეპიზოდში.
მან ევროკავშირს “ტექნოკრატიული, ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარი” უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისშია, ვინაიდან არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ფუნქციონირებას.
“ევროკავშირი, ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების კიდევ ერთი თავშესაფარია. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის ისტორია სავსეა მემარცხენე ადამიანებით, რომლებსაც სძულდათ ბრიტანეთი, რომლებსაც სურდათ გლობალისტური დღის წესრიგის მხარდაჭერა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა სერიოზულ კრიზისშია. ის უმართავი გახდა. არჩეული პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ მთავრობის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვას ტონი ბლერისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი კანონების ქსელის გამო. რა თქმა უნდა, ამის შეცვლა ძალიან რთული იქნება. მაგრამ თუ გვსურს ბლერის სახლიდან თავის დაღწევა, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს კანონები, მაგრამ ასევე უნდა დავიკავოთ ის პოზიციები, რომლებსაც თანამდებობები მიანიჭეს ტონი ბლერმა და გორდონ ბრაუნმა, რომლებიც არ იზიარებენ იმ იდეოლოგიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას შეძლებს. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რატომ ვართ იქ, სადაც ვართ და რა უნდა გავაკეთოთ ბრიტანეთში ნამდვილი კონტრრევოლუციის მისაღწევად.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.




