ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობის შედეგად, თბილისის მეტროს მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, დედაქალაქის მოსახლეობას 1 000-მდე ერთეული ავტობუსი ემსახურება, რომელსაც უახლოეს წლებში 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.
“მეტროს მოდერნიზაცია სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მეტროს ეტაპობრივად შეემატება 111 ახალი ვაგონი. 5-ვაგონიანი მატარებელი 25%-ით მეტი მგზავრის გადაყვანას შეძლებს, რომლითაც გაუმჯობესდება უსაფრთხოება და მგზავრების გადაყვანა კომფორტულად, შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია ასევე თბილისის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ვგეგმავთ მეტროსადგურების – “მარჯანიშვილი” და “ახმეტელის თეატრი” მეორე ამოსასვლელების მოწყობას. მეორე ამოსასვლელების მოწყობით გაიზრდება მეტროსადგურთან ქვეითთა მისაწვდომობა და მიწისზედა ტრანსპორტის მგზავრთნაკადის მომსახურების ხარისხი”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მომდევნო წლებში თბილისს 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება,აშენდება მეტროს ორი,ხოლო რეაბილიტირდება 12 სადგური




მსგავსი სტატიები
