დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებში წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი
პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად წყალტუბოში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დეტალებსაც გაეცნო




