აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელები: ახალი დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევის შესახებ იმ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, – აღნიშნულია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი წევრების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. ეს ერთ-ერთია იმ მიგნებათაგან, რომლებიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“ არის მოყვანილი.

„TikTok-მა ევროკომისიას განუცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა „ვერავითარი მტკიცებულება“, რომ რუსეთი კოორდინირებულ კამპანიას ატარებდა გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად, რაც რუმინეთის ხელისუფლების მთავარი ბრალდება იყო. კომპანიამ საკუთარი მოკვლევის შედეგები ოფიციალურ სტრუქტურებსაც მიაწოდა.

მას შემდეგ საჯარო ანგარიშებმა აჩვენა, რომ TikTok-ზე მიმდინარე სავარაუდო „რუსული კამპანია“ სინამდვილეში სხვა რუმინული პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დაფინანსებული“, – აღნიშნავენ რესპუბლიკელები.

უახლესი

მსგავსი სტატიები