REUTERS: ემანუელ მაკრონის მრჩეველმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა

რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივით, ესტონეთისა და ლატვიის პირველი პირების განცხადებამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი.

ემანუელ მაკრონის მრჩეველმა მოსკოვში მოლაპარაკებებიც გამართა. როგორც “როიტერი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ემანუელ ბონი რუსეთის დედაქალაქში სამშაბათს იმყოფებოდა და რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, პუტინის უფროს მრჩეველს შეხვდა.

მოსკოვში ჩასვლის მიზნად “როიტერი” უკრაინის თემაზე დიალოგის წარმოებას ასახელებს. მოლაპარაკებების შესახებ ცნობები საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არც უარყვიათ და არც დაუდასტურებიათ.

უახლესი

მსგავსი სტატიები