ფრიდრიხ მერცი: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული განცხადება გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნებში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

მერცის თქმით, მოსკოვთან კონტაქტი უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურ ხაზს არ უნდა წარმოადგენდეს. ის სამშვიდობო ძალისხმევას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ. ახლა აბუ-დაბიში კოორდინირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები მეტად წარმატებული იყოს, მზად ვართ. მაგრამ ჩვენ კომუნიკაციის არანაირ პარალელურ არხებს არ გავხსნით“, – თქვა მერცმა.

უახლესი

მსგავსი სტატიები