აქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საქართველოში მოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ, საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაიწყო. კლუბებისთვის „იბერია – 2010“ და „გრანდი“ ინვენტარის გადაცემის პროცესს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე ესწრებოდნენ.
„იბერია – 2010“-ისა და „გრანდის“ გარდა, საქართველოში მოქმედ 104 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას ინვენტარი ეტაპობრივად გადაეცემა. პროექტის ფარგლებში 20 სახეობის საფეხბურთო ინვენტარის შესაძენად მილიონ ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე საქართველოში 106 საფეხბურთო სკოლაა რეგისტრირებული, რომელიც 30000 ბავშვს აერთიანებს.
ინვენტარის გადაცემის გარდა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფონდი ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებსაც აფინანსებს.




