თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

მეცნიერების მტკიცებით, მილიონი წლის წინანდელი თავის ქალა ადამიანის ევოლუციის ისტორიას ცვლის

ჩინეთში აღმოჩენილი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა მიუთითებს, რომ ჩვენი სახეობა, Homo sapiens-ი ევოლუციას სულ მცირე ნახევარი მილიონი წლით ადრე იწყებს, ვიდრე აქამდე გვეგონა – ამ განცხადებას მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აკეტებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ თავის ქალის გამოკვლევის თანახმად, Homo sapiens-ი სხვა მონათესავე სახეობებთან, მათ შორის, ნეანდერტალელებთან გაცილებით დიდხანს თანაარსებობდნენ, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მეცნიერების განმარტებით, მათი ანალიზი მთლიანად ცვლის წარმოდგენას ადამიანის ევოლუციის შესახებ და, თუ ეს სიმართლეა, უდავოდ გადაწერს ადამიანების ევოლუციის ისტორიის ადრეულ, მნიშვნელოვან თავს. ამასთან, სფეროს სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი კვლევა შთამბეჭდავია, თუმცა შორსაა საბოლოო, დამტკიცებული მონაცემებისგან.

BBC-ის ინფორმაციით, აღმოჩენამ, რომელიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გააოგნა კვლევითი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერები შედიოდნენ.