— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში ეწინააღმდეგება – ევროპულ ოჯახში ადგილი არ არის ბანდიტებისა და მკვლელებისთვის, რომლებმაც ქალები და ბავშვები მოკლეს. ასეთი ბანდიტების განდიდება არ შეიძლება

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში ეწინააღმდეგება – ევროპულ ოჯახში ადგილი არ არის ბანდიტებისა და…

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

პოლონეთის პირველი პირის თქმით, მისი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ უკრაინა მენტალობიდან გამომდინარე, რომელიც „უკრაინის მეამბოხე არმიიდან“ ბანდიტებისა და მკვლელების განდიდებას გულისხმობს, არ არის მზად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. იმიტომ, რომ ევროპულ ოჯახში პოლონელი ქალებისა და ბავშვების მკვლელი ბანდიტების განდიდება არ შეიძლება“, – განაცხადა ნავროცკიმ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნავროცკი ზელენსკისთვის 2023 წელს გადაცემული პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს, თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის იდეით გამოვიდა.