თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15 წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა პროკურატურა “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია გიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა – ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე
პოლიტიკა

პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – თამარ ჩერგოლეიშვილი პეტრე ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, ცისკარიშვილი კი მას “ხისთავიან, უვიც არარაობას” უწოდებს

პირველი ბზარი “ნაცმოძრაობის” ერთობაში – თამარ ჩერგოლეიშვილი პეტრე ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს…

შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო, “ნაცმოძრაობის” ერთობაში პირველი ბზარი გააჩინა.

ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ამ კომენტარს, ცისკარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა”, ამასთანავე, მან ჩერგოლეიშვილს “უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი” უწოდა. თავის მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა, რომ ის და მისი თანაპარტიელები “ზეხირი, გადამდგები, არარაობები არიან”.

“ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ.” – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, რამაც, ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჩერგოლეიშვილი დაადანაშაულა სოციოლოგიისა და არჩევნების “მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში” ცოდნაში.

“შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ “თბილისის მუხეთე ადგილზე” ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა” – წერს პეტრე ცისკარიშვილი ჩერგოლეიშვილის მისამართით.

“აუ რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ.
რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ეხა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში – არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები.” – პასუხობს მას თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ნაცმოძრაობის” ერთობის ორ ლიდერს შორის დაპირისპირება გამოიწვია გაერთიანებაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” წევრების პოზიციამ, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში… პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე

10 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

10 სთ წინ3 წთ
გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა… პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის “გაუგდია”, “ხაბემ” მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით “მოუწყვეს” და “გააგდეს”?! თქვენ ასევე თქვით, თითქოს ენმ-სა და “ალიანსს” შორის “დაპირისპირებაა” – ენმ-ს არანაირი “დაპირისპირება” “ალიანსთან” არ აქვს!

13 სთ წინ4 წთ