თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა – ტრავმირებულ სიგუას ჯაფარიძე შეცვლის

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა – ტრავმირებულ სიგუას ჯაფარიძე შეცვლის

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ლატვიაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებისთვის ემზადება.

10 ოქტომბერი, 19:00 | ლატვია – საქართველო

14 ოქტომბერი, 21:00 | მალტა – საქართველო

21-წლამდელებმა ლატვიის დედაქალაქში საწვრთნელი პროცესი განაახლეს და არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გაბრიელ სიგუა ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად სვანაძემ ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი გურამ ჯაფარიძე გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ-ჟილი“, ბელგია).

მცველები: ლუკა ლაცაბიძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (“ჟილინა“, სლოვაკეთი), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).

ნახევარმცველები: გურამ ჯაფარიძე, ლუკა წულუკიძე (ორივე – „დინამო“ ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიცა ნეცეჩა“, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა“), ლუკა პარკაძე („აუსტრია“ ზალცბურგი, ავსტრია), თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი“).