თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი “ტუპიაკი”. უფასოდაა ასეთი ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
მსოფლიო

იტალიაში ფარანჯისა და ნიქაბის აკრძალვა სურთ

იტალიაში ფარანჯისა და ნიქაბის აკრძალვა სურთ

იტალიის მმართველი პარტია მუშაობს კანონზე, რომელიც ქვეყანაში, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

კანონის დამრღვევებს 300-დან 3000 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

როგორც გამოცემა იუწყება, ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი კანონპროექტის ნაწილი, რომელიც კანონმდებლებს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შესთავაზა. მელონის კანონპროექტი მეჩეთების დაფინანსებას დაარეგულირებს და ჰიჯაბის ტარებას აკრძალავს.

გარდა ამისა, იტალიის პრემიერის კანონპროექტი იძულებითი ქორწინების გამო მოქმედი ჯარიმების გამკაცრებას ისახავს მიზნად და სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად არ აღიარებულ რელიგიურ ჯგუფებს დაფინანსების გამჟღავნებას ავალდებულებს.

მმართველი პარტიის „იტალიის ძმების“ წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტების შემუშავებისას ისინი საფრანგეთის მაგალითით ხელმძღვანელობდნენ. საფრანგეთმა ევროპაში პირველმა 2011 წელს ბურკის ტარება აკრძალა.

იტალიაში 1975 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სახის სრულ დაფარვას კრძალავს, თუმცა გარკვეული ტიპის ტანისამოსის ტარებას არსებული კანონი არ კრძალავს.