ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ-ერთ ფერმაზე პოლიციის რეიდის დროს მომხდარმა აფეთქებამ სამი ოფიცრის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ 12 სამართალდამცველი დაშავდა.
ინციდენტი ვერონასთან, კასტელ დაძანოში, ფერმის ტერიტორიაზე მდებარე სახლში მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა. ასევე ვრცელდება ინფორმაციით კიდევ ერთი დაშავებული ქალის შესახებ, საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს შვიდი მეხანძრე.
იტალიური მედიის ცნობით, ოფიცრები გამოსახლების ორდერის აღსრულებას ცდილობდნენ. პირველადი მონაცემებით, შენობაში გაზის ბალონები აფეთქდა. აფეთქების ხმა ხუთ კილომეტრამდე მანძილზე ისმოდა.




