ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება – „კოსტაობა“ გაიმართა.
ღონისძიება კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა და მთელი დღის განმავლობაში კულტურული და სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
დოღის, ჭიდაობისა და ფრენბურთის შეჯიბრების შემდეგ საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქართული და ოსური კუთხეები, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები.




