თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტორება იწყება

აბაშაში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტორება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლის პროექტირებას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მისი პროექტი, შემდგომში სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.

აბაშის სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

გარდა ამისა, შენობაში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნის მოწყობა.

ახალი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.