— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა – უნიკალური კურორტის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს

აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა – უნიკალური კურორტის…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შესასრულებელი სამუშაოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთო ურბანული კონცეფციის მიხედვით რეაბილიტაციას საჭიროებს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

პროექტის მთავარი მიზანია აბასთუმნის ისტორიული გარემოსა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება და ამავდროულად, რეაბილიტაციის პროცესში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება.

აბასთუმნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას და კომფორტული გარემოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის.

უნიკალური კურორტის, აბასთუმნის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. მათ შორის, აშენდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ახალი ცენტრი და ამბულატორია, დასრულდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა და სასტუმრო-კომპლექს „პარაგრაფის“ მშენებლობა.

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები კურორტის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ აბასთუმანი სრულად ჩამოყალიბდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად და გაიძლიერებს პოზიციას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

3 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ