— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

აჭარის კულტურის მინისტრი საფრანგეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრად არის მიწვეული

აჭარის კულტურის მინისტრი საფრანგეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრად არის მიწვეული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში – „French Riviera Masters“ ჟიურის წევრად არის მიწვეული.

ელიტარულ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ქალაქ ნიცაში პირველად ტარდება, მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ლაურეატ პიანისტებს აქვთ.

13 ნოემბერს, ნიცის ოპერის ლეგენდარულ დარბაზში, ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ფინალური ტური გაიმართება. საერთაშორისო ჟიური ხვალ მთავარი პრიზის მფლობელს გამოავლენს.

ფინალურ ტურში 22 კანდიდატიდან მხოლოდ 2 ახალგაზრდა პიანისტი გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის ქართველი პიანისტი ბარბარე თათარაძე, რომელიც საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას. ბარბარე საერთაშორისო კონკურსში აჭარის კულტურის მინისტრის მხარდაჭერით მონაწილეობს.

„ეს კონკურსი არა მხოლოდ მაღალი დონის მუსიკალური ღონისძიებაა, არამედ უნიკალური პლატფორმა, სადაც ტალანტი, შრომა და ეროვნული კულტურა ერთიანდება საერთაშორისო აღიარებისკენ მიმავალ გზაზე. ქართული მუსიკალური სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ოსტატობითა და სიღრმით – ჩვენი ახალგაზრდა მონაწილე სწორედ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელია,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ