საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.
კულტურის დღეები ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით – “ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები.
დიქმენ ვადისის პარკის ამფითეატრში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ ანსამბლები: „რირაში”, „კაფდაღი”, „ალილო” და ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო”.
ქართული კულტურის დღეებმა თურქეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და წარმატებით ჩაიარა.
კულტურის დღეებს ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე


