— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს…

კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. “საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” უცვლელი, ერთპიროვნული და “ტირანი” (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

გორდულაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იცის, რომ ახალი კანონის პირობებში ის ვეღარ შეძლებს კანონის გვერდის ავლას მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, შესაბამისად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებთან გამოგზავნილ თანხებთან დაკავშირებით.

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. “საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” უცვლელი, ერთპიროვნული და “ტირანი” (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს. როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არცერთი თეთრის გასაჯაროვება არ უნდა. სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, პატრონის დავალებით საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეტშიც კი გადარეგისტრირდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ შეძლებს ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტა კოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, იცის რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს. ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებლ ფულზე და წერტილი.
გარედანდაფინანსებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” მსგავსი პირების ხელისშეშლის მცდელობების მიუხედავად, მაინც შევძლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, გავატაროთ რეფორმები, ვიზრუნოთ ეკონომიკის გაზრდაზე, სოციალური საკითხების გადაჭრაზე და საქართველოზე, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა, ხოლო ასეთი ხალხისთვის – მხოლოდ წარწერა ჯიბეში ჩადებულ პასპორტზე,“- წერს არჩილ გორდულაძე.

https://www.facebook.com/share/p/1ArkERSU3W/?mibextid=wwXIfr

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

5 სთ წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

7 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

7 სთ წინ3 წთ