— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
Uncategorized

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად…

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის “წინა პლანზე” წამოწევა შეაფასა როგორც ინსტიტუციური სისტემის არარსებობა და ვიწრო კლანის მიერ ქვეყნის მმართველობა.

ხოფერია იხსენებს ზურაბიშვილის მიერ აქციების დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან პროტესტში სკოლის მოსწავლეების ჩართვა მოითხოვა და აღნიშნავს, რომ ახლა, სწორედ საფრანგეთში მიმდინარეობს მოსწავლეების საპროტესტო აქციები და მათი ნაწილი დააკავეს კიდეც, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ მაშინ შეძლო ბავშვების არიდება რადიკალური მოვლენებისთვის.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სხვის შვილებზე საუბარს უნდა შეეშვას, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შვილებს, ხოფერია აცხადებს, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად.

“დროა, საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები!”- გახსოვთ, ალბათ, ეს რომ თქვა სამგლემ მაშინ, როცა რუსთაველზე პილიციელებს წვავდნენ და პარლამენტის შენობას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მერე ვიღაც გაუშვეს კიდეც სკოლებში ბავშვების ასაბუნტებლად.
ეს მაშინ… საქართველოში…
ახლა, საფრანგეთში… სკოლის მოსწავლეები ქუჩებში არიან გამოსულები… ნაწილი კი უკვე ციხეებში გაამწესეს… ერთი პროექტის ორი ვარიანტი!
ვერ შეუსრულა ფაშისტების შთამომავალმა პატრონებს ის, რასაც დაჰპირდა! ვერ შეძლო პროექტით გარანტირებული დიდი ფულის წამოღება! ვერ შეძლო ბავშვების წინა პლანზე წამოწევა და მათი აფარება!
ჩვენი შვილები გადავარჩინეთ!
საფრანგეთმა კი…
ეს ჩემი საქმე და სადარდებელი არაა…
ჰოდა, შეეშვას ეს მძორი შვილებზე და ახალგაზრდებზე საუბარს!
ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ჩვენთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს გადასარჩენად, ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!
და საერთოდ, წადი საფრანგეთში და ცისკარას კოჭი ეთამაშე, ავადმყოფო!” – წერს ხათუნა ხოფერია Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები.

საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში… Uncategorized

საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს

1 დღის წინ3 წთ
ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ