თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება

ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება

ბაგების დასახლებაში საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს შესაბამისი დავალება მისცა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პრობლემური საკითხების განხილვისას, გამოიკვეთა, რომ ბაგების დასახლებაში, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება, საბავშვო ბაგა-ბაღი არ არსებობს.

„ბაგების დასახლება ძალიან იზრდება. როდესაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავდით, გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომ იქ არ არსებობს საბავშვო ბაგა-ბაღი. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, გიორგი ტყემალაძეს, რომ დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა ბაგებში აშენდეს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვაკის რაიონისთვის და კონკრეტულად, ბაგებში მცხოვრები ოჯახებისთვის. მომავალი წლიდან დავიწყოთ აღნიშნული პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ბაგების დასახლებაში დაანონსებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის შესახებაც.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს.

„ბაგების დასახლებაში საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ეს მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება. ეს იქნება პირველი საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრი ღია საცურაო აუზით, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა რაიონში, მინიმუმ ერთი ასეთი მრავალფუნქციური ცენტრი არსებობდეს საცურაო აუზებით, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნებით, საჭიდაო დარბაზებით, სატრენაჟორო სივრცეებით, მედიათეკითა და კაფე-ბარებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.