— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2025 წლის რეიტინგში საქართველო რვა ადგილით დაწინაურდა და 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი დაიკავა

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2025 წლის რეიტინგში საქართველო რვა ადგილით დაწინაურდა და 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი…

2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო რვა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა, – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველომ რეიტინგში, ორივე – როგორც პოზიცია, ასევე ქულა გაიუმჯობესა.

უწყების ცნობით, „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსში საქართველოს წარმატების აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნული რეიტინგი ზომავს, თუ ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუტები რამდენად აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას გააკეთონ საკუთარი ეკონომიკური არჩევანი.

„რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, აფასებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს, ვალუტის სტაბილურობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას და სხვა მახასიათებლებს.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს; ესენია – მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები, წვდომა მყარ ვალუტაზე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები (კრედიტი, შრომა და ბიზნესი).

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას: ჩეხეთი, ავსტრია, შვედეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბელგია, სლოვაკეთი, იტალია, ნორვეგია, რუმინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, სლოვენია პოლონეთი და უნგრეთი. ამასთან, საქართველო რეიტინგში უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, მოლდოვა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა და თურქეთი) და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი, ათქულიანი საუკეთესო შეფასება აქვს შემდეგ კომპონენტებსა და ქვე-კომპონენტებში: ზედა ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში ნომინირებული საბანკო ანგარიშები; შავ ბაზარზე არსებული ვალუტის გაცვლითი კურსებთან მიმართებით არსებული მდგომარეობა; ზედა ზღვრული საშემოსავლო გადასახადი (top marginal income tax); ზედა ზღვრული შემოსავალი და სახელფასო საგადასახადო განაკვეთი (Top marginal income and payroll tax rate); კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება; საპროცენტო განაკვეთების რეგულირება/უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთები.

რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი პოზიტიური ფაქტორებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი რეგულირება, დაბალი ინფლაცია, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ