— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

ბათუმი მესამე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს უმასპინძლებს

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა იქნება „ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზეულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა“.

ფორუმის ფარგლებში მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ.

ფორუმის მეორე და მესამე დღე კულინარიულ მასტერკლასებს დაეთმობა, რომელსაც მოწვეული შეფები გაუძღვებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი ვიტორიო კასტელანი, მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ვასკო კოელიო სანტესი, ჟულიენ ჰენოტი, ასევე საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი და თევზის დამუშავების მსოფლიოს დონის სპეციალისტი არნაუდ ვანჰემი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან გურამ ბაღდოშვილი, ირაკლი თოდაძე, ეკატერინე ნინიძე, გიორგი ნინუა და ქეთი კვიჭიძე.

1-2 დეკემბერს, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მასტერკლასებს. ფორუმის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან მასტერკლასებში, პანელურ დისკუსიებში, თემატურ დეგუსტაციებში და სამუშაო შეხვედრებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს შავი ზღვის აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თევზეულის პოპულარიზაციას და მის გამოყენებას თანამედროვე მდგრად გასტრონომიაში. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ