ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძველ ბულვარში მდებარე ბავშვთა კუთხეში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მოედნის ახალი საფარის მოწყობა, დაზიანებული ატრაქციონების განახლება და სამღებრო სამუშაოების ჩატარება.

პარალელურად, ახალ ბულვარში მდებარე საბავშვო მოედნის რეაბილიტაციის განხორციელებაც იგეგმება, რაც მოიცავს, არსებული სივრცის კეთილმოწყობას და

საბავშვო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაოების ფარგლებში მოხდება მოედნის საფარის შეცვლა, ატრაქციონების სრულად განახლება და საბავშვო ანიმაციური გმირების დამატება.

ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები