თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი და კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე და ღირებულებებზე

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი და კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე და ღირებულებებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ევროპა მკაცრად გააკრიტიკა და „ღრმა მორალური სისუსტით შეპყრობილი” უწოდა.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა, განსაკუთრებით კი, სიკეთესა და ბოროტებას შორის მკვეთრი განსხვავება. შესაბამისად, მისი თქმით, ევროპა საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და ცივილიზაციის ბარბაროსობისგან დაცვის ვალდებულებაზე კონტროლს კარგავს.

„ჩვენ ვიცავთ ევროპას. ევროპას, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ამდენი რამ დაავიწყდა. მას ჩვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია, განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი – სიკეთესა და ბოროტებას შორის მკვეთრი განსხვავება, რაც სიმართლის მომენტებში მოითხოვს ომში სიკეთის, სიცოცხლის გულისთვის წასვლას.

ევროპა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიფიცა, რომ დაიცავდა იმას, რაც სიკეთეა, ახლა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი.

ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე და ცივილიზაციის ბარბაროსობისგან დაცვის ვალდებულებაზე. მაგრამ ისრაელი არ ივიწყებს ამ მარადიულ ვალდებულებას.“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.